დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობის დაფიქსირების მიუხედავად, უმაღლესებში სწავლის განახლების საკითხი დღეის მდგომარეობით უცვლელი რჩება, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭო ამაზე ისევ იმსჯელებს.

„სტუდენტებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რჩება ძალაში დღევანდლამდე. დანარჩენი ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მოგეწოდებათ ინფორმაცია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აუდიტორიებში სწავლა 19 ოქტომბერს უნდა განახლდეს. შეიცვლება თუ არა ეს თარიღი ეპიდსიტუაციის გართულების გამო, ჯერჯერობით უცნობია.