წესები და პირობები

1. მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე თანხმობის პირობები:

1.1    მომხმარებელი კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ წაიკითხა, გაიგო და ეთანხმება ,,ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს“ შემდგომში. მომხმარებელი წებგვერდის მიერ დადგენილ წესებს და პირობებს ეთანხმება ავტომატურად, როდესაც ვებგვერდზე ქმნის ანგარიშს.
1.2    მომსახურების პირობები შეიძლება კომპანიის მიერ ნებისმიერ დროს შეიცვალოს.  იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შეცვლილი პირობები მომხმარებლისათვის მისაღებია, მომხმარებელი მომსახურების შეცვლილ პირობებს ეთანხმება კომპანიის ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლის გზით.  წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს გაუუქმოს ანგარიში.
1.3    ხელშეკრულების შეცვლილი პირობები არ გავრცელდება უკვე არსებულ ვალდებულებებზე. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება შეცვლილ პირობებს, კომპანიას უფლება აქვს მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

 

2.    ვებგვერდის გამოყენება და ჩვენი მომსახურება

2.1    კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მზა სასკოლო და სააბიტურიენტო ტესტებს. მომხმარებელს შეუძლია შეისყიდოს, ნებისმიერი კლასის ტესტი, რომელიც ყოველკვირეულად დაიდება საიტზე, გადახდის შემდეგ ტესტი ავტომატურად გაიხსნება;
2.2    კომპანიის შემოთავაზებები თავმოყრილია რამდენიმე პაკეტში, რომელთა შორისაც დიფერენციაციას განაპირობებს მომსახურების განსხვავებული  პირობები და შესაბამისად, ფასები. თითოეული პაკეტის მომსახურებაში შედის ტესტები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისათის (რომელთა გამოყენება შეუძლია ამა თუ იმ კლასის მოსწავლეს, რომელსაც შეძენილი აქვს მითითებული კლასისთვის განკუთვნილი ტესტები).
2.3    კომპანიის მიერ, გამოქვეყნებული ტესტების ღირებულების გადახდას მომხმარებელი უზრუნველყოფს დამოუკიდებლად მისთვის მოსახერხებელი ჩარიცხვის მეთოდით. მომსახურების პაკეტი მოიცავს კომპანიის გამოქვეყნებულ ტესტს და მის შეფასებას პროფესიონალების მიერ.
2.4    მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის ღირებულების  გადახდა ხორციელდება შეთანხმებისამებრ, - ყოველთვიურად, ექვს თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ. მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ან ონლაინ, კომპანიის მიერ მისთვის გამოწერილი ინვოისის საფუძველზე.
2.5    იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის მიერ არ იქნება გადახდილი მომსახურების საფასური, მომხმარებელი ვეღარ მიიღებს ყოველკვირეულ ტესტებს და ვეღარ განაგრძობს ონლაინ შეჯიბრში მონაწილეობას.
2.6    კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებელს გაუუქმოს ანგარიში რაიმე წესების დარღვევის გამო.
2.7    კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციითა და სარგებლობით მომხმარებელი  ადასტურებს, რომ მის მიერ რეგისტრაციის დროს წარდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი, შემდგომში მოწოდებული ინფორმაციაც ასევე იქნება უტყუარი;
2.8    თუ მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები იცვლება, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიას ამის შესახებ და მიაწოდოს ახალი ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ მითითებული ძველი საკონტაქტო მონაცემების მიხედვით გაგზავნილი ინფორმაცია მიღებულად ჩაითვლება.
2.9    კომპანია პასუხს არ აგებს თუ მომხმარებელს ელ-ფოსტაზე არ მისდის შეტყობინება, კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. როგორიცაა:  საფოსტო სერვერის გაუმართაობა, საფოსტო ყუთისათვის გამოყოფილი ლიმიტის გადაჭარბება ან რაიმე სხვა მიზეზი.
2.10     კომპანია პასუხს არ აგებს თუ მომხმარებელი არ გაეცნობა კომპანიის მიერ მის ელ.ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებებს.
2.11    მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის მოსწავლე, მასწავლებელი ან/და ტესტებით დაინტერესებული პირი და მის მიერ კომპანიის ვებგვერდით სარგებლობა არ არღვევს რომელიმე მოქმედ კანონსა თუ რეგულაციას;
2.12    კომპანიის ვებგვერდის გამოყენებით, ასევე მისი ინსტრუმენტებისა თუ ტესტების გამოყენებით კომუნიკაციისათვის, როგორიცაა კომენტარი, ჩატი, ქულები და სხვა, მომხმარებელი ადასტურებს, რომ ინფორმაცია არის უტყუარი.  აცნობიერებს და თანახმაა, რომ ამ ინფორმაციას იხილავენ კომპანიის ვებგვერდის სხვა მომხმარებლებიც.

 

3.    პროდუქცია და მისი გამოყენების პირობები

3.1    კომპანიის მომსახურების მიღება შესაძლებელია მომხმარებლის რეგისტრაციისა და  მომსახურების შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ.
3.2    დამატებითი მომსახურება დამატებით თანხებს საჭიროებს, რომელიც განისაზღვრება მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მოითხოვს დამატებით მომსახურებას, შესაბამისი თანხა დაემატება ინვოისში და მომხმარებელი  შესაბამისად მოახდენს ანგარისწორებას;
3.3    რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი კომპანიისაგან მიიღებს ანგარიშსა და პაროლს. მომხმარებელი პასუხისმგებელია როგორც ანგარიშის, ასევე პაროლის კონფიდენციალურობაზე, შესაბამისად, ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ანგარიშისა თუ პაროლის ირგვლივ შეიძლება წარმოიქმნას, მომხმარებლის პასუხისმგებლობის ქვეშაა;
3.4    მომხმარებლის მხრიდან დამატებითი მომსახურების მიღების სურვილის შემთხვევაში, როგორიც  შეიძლება იყოს მაგალითად: ძველი ტესტების შეძება, მაგ. ახალი ტესტების შეძენა ან სხვა რაიმე დამატებითი მომსახურება, კომპანიის მიერ განხორციელდება გონივრულ ვადაში.
3.5    მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიასთან შეთანხმების გზით ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტი კომპანიაში არსებული სხვა პაკეტით.

 

4.    კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქციის დანიშნულება

4.1    კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროდუქცია, კერძოდ ტესტები, განკუთვნილია, როგორც მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტებისთვის, ისე სკოლებისთვის და რეპეტიტორებისთის.
4.2    კომპანიის მირ მომხმარებლისათვის შეთავაზებული/გადაცემული ტესტები ცოდნის შემოწმების მარტივი გზაა. მისი მთავარი ფუნქციაა შემეცნებითი, სასწავლო და ინტელექტის ამაღლებაა.

 

5.    საავტორო უფლებები

5.1    კომპანიის ვებგვერდზე  განთავსებული ინფორმაცია  და ტესტები წარმოდგენილი პოსტების სახით, განკუთვნილია დაინტერესებული პირებისათვის მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნებისათვის.
5.2    თუ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მოდიფიკაცია და/ან  ნებისმიერი სხვა მიზნით გამოყენება, შედეგად იწვევს კომპანიის საავტორო უფლებების დარღვევას, ხელმყოფს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.
5.3    კომპანიის ვებგვერდზე გამოყენებული მასალები კომპანიის თანხმობის გარეშე არ შეიძლება გავრცელებული ან გამოყენებული იქნას სხვა მიზნებისთვის.
5.4     ,,ვებგვერდით სარგებლობის წესების“ დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლებელია დაეკისროს ფინანსური ვალდებულებები.

 

6.     დამატებითი პირობები

6.1    ,,ვებგვერდით სარგებლობის წესები“ ძალაშია მანამ, სანამ მომხმარებელი სარგებლობს ვებგვერდით ან  არის დარეგისტრირებული;
6.2    მომხმარებელი რეგისტრაციით ადასტურებს, რომ ის გაეცნო მომსახურების პირობებს, შენიშვნა ამ პირობების მიმართ არ აქვს და ეთანხმება მას.
6.3    ,,ვებგვერდით სარგებლობის წესებით“ გაუთვალისწინებელი საკითხები წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.4    მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით;
6

.5    მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტს სასამართლო.